საქართველოში მანგანუმის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა

ჭიათურაში მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის აშენება 20 მილიონი დოლარი დაჯდა
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ჭიათურაში მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი, თანამედროვე ქარხანა აშენდა, ნათქვამია კომპანია Georgian Manganese-ის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჭიათურაში საბაგირო წლის ბოლოსთვის გაიხსნება >>

Georgian Manganese-მა, რომელიც მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროების ოპერატორია, ქარხნის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გაფიცვა არ შედგა: ჭიათურელ მეშახტეებს ხელფასები გაუზარდეს

ქარხანა გერმანული წარმოების თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და 3,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.

მანგანუმის მადანს ჭიათურაში 1879 წლიდან მოიპოვებენ. დღეისათვის იქ ხუთი მაღარო და მანგანუმის მომპოვებელი-გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.

მანგანუმის კონცენტრატისა და მანგანუმის მადნის ექსპორტი მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ის 14,5 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

Georgian Manganese წარმოადგენს Georgian American Alloys Company-ს შვილობილ კომპანიას.