თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი ტარდება

ფესტივალი წელს მეხუთედ იმართება და სამ დღეს გაგრძელდება.
Sputnik

 

თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლიის პირველი არხი.

ფესტივალის მიზანი საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის დონის ამაღლება და კითხვის პოპულარიზაციაა. გარდა ამისა, ღონისძიების ინიციატორებს საახალწლოდ ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრება სურთ. 

თბილისის რომელ უბნებშია დაშვებული საახალწლო გარევაჭრობა

სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოს გამომცემლობების უმეტესობა წიგნის მოყვარულებს ახალ და ძველ გამოცემებს უპრეცედენტოდ დაბალ ფასებში შესთავაზებს.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად ამჯერადაც წლის ბესტსელერ  გამოცემებს ოთხ ნომინაციაში დააჯილდოვებს – თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნი, ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი, საბავშვო წიგნი და დოკუმენტური პროზა.

ფესტივალი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2014 წელს დააფუძნა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის №7) 23 დეკემბრამდე გაგრძელდება.

თბილისის საახალწლო ფესტივალის ოფიციალური პარტნიორები არიან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოში აშშ-ის საელჩო.