როდის გაიზრდება პოლიციის თანამშრომელთა ხელფასები

საკანონმდებლო ორგანოში მისულმა ქვეყნის პირველმა პოლიციელმა მომავალი წლისთვის უწყების თანამშრომელთა ხელფასების ზრდის ტენდენცია დააანონსა.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. პოლიციელებისა და შსს სხვა თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განაცხდა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მინისტრის განცხადებით, 2018 წელს გარკვეულწილად მოხერხდა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა და ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება. თუმცა მხოლოდ ხელფასების ზრდა არ არის ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ.

2018 ბიუჯეტის ცვლილებები დამტკიცებულია: რა შეიცვალა

„ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური კომპონენტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მაგალითები – ბინათმშენებლობით დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული, განათლებით გაგრძელებული და ა.შ. ამ მიმართულებით რესურსულად შსს იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას”, – განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარასკევს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოხსენებით გამოვიდა. მან გასული წლის შედეგები შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.