თბილისსა და ანკარას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

Boeing 737–800-ის მარკის თვითმფრინავები თბილისი–ანკარა–თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენენ.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Turkish Airlines 2019 წლის იანვრიდან თბილისიდან ანკარის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში. 

„პობედამ“ რუსეთიდან საქართველოში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო

18 იანვრიდან საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ – ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ქალაქებს ერთმანეთთან Boeing 737–800 მარკის თვითმფრინავები დააკავშირებს.

დღეისთვის ავიაკომპანია Turkish Airlines თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის ათათურქისა და საჰიბა გიოქჩენის აეროპორტებში ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებს.