თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

დაშავებულია უსაფრთხოების თანამშრომელი
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ვაზისუბანში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ზუგდიდში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდების 44 წლის მამაკაცი დააკავეს

ოთხი ნიღბიანი პირი ბანკის შენობაში სამუშაო საათების დასრულების წინ შეიჭრა. ფილიალზე თავდასხმა სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც ინკასაციის მანქანებს ბანკიდან ფული უნდა წაეღო. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელები ავტომატებითა და ნაჯახებით იყვნენ შეიაღებულნი.

თავდასხმის შედეგად დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

ჯერჯერობით არ კონკრეთდება იმ თანხის ოდენობა, რომელიც ბოროტმოქმედებმა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.