საქართველოს განათლების სისტემის დაფინანსება გასამმაგდება

მთავრობის მეთაურმა განათლება 2019 წლის მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2019 წელს განათლებაზე აპირებს ფულადი სახსრების დახარჯვას, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%-ს შეადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის შეჯამებისას.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავარი მტერი დაასახელა>>>

საქართველოს ხელისუფლებამ განათლების სისტემაში მასშტაბური რეფორმა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის ინიციატორიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხელი ბატიაშვილია. 2019 წლის ბიუჯეტის პროგნოზით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4,3 ათას დოლარზე მეტს შეადგენს. 2019 წელს ბიუჯეტიდან განათლების სამინისტროსთვის 1,5 მილიარდი ლარი გამოიყოფა.

საქართველოს მთავრობა სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე მილიონებს დახარჯავს

„2019 წელს ჩვენ დავიწყებთ რეფორმას, რომლის თანახმად, სწორედ განათლების სფერო გახდება ჩვენ ეკონომიკაში დომინანტი, ანუ განათლების სექტორს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 10-11%-იანი წილი ექნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში", – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერი დარწმუნებულია, რომ ამის წყალობით ქვეყნის ეკონომიკა უფრო განვითარებული გახდება.

„ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმა, რომლის თანახმად გამოვყავით ხუთი დონე: სკოლამდელი განათლება, საშუალო, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ხუთივე დონეზე ჩვენმა ეკონომიკამ მშპ-ის 10-11% დახარჯოს. სწორედ ეს არის გამოსავალი და გზა იმისკენ, რომ საქართველო განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩადგეს", – აღნიშნა მან.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში მიმდინარე წელს პირველად აჯამებს. ყოფილი ფინანსთა მინისტრი მთავრობას სათავეში 2018 წლის ივნისში ჩაუდგა, როდესაც აღნიშნულ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.