საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს

თბილისში ტურიზმის სფეროში საუკეთესო პროექტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. თბილისში Welcome to Georgia!-ს ყოველწლიური ცერემონიის ფარგლებში ტურიზმის სფეროსა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში მომუშავე მოწინავე კომპანიების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

წელს Welcome to Georgia!-ს დაჯილდოების ცერემონიაში 350-მა ნომინანტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყვნენ სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, გასართობი პროექტები, ფესტივალები, კაფე-რესტორნები, ღვინის კომპანიები, საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები. 

საქართველო საქმიანი ტურიზმის წლის საუკეთესო მიმართულებად აღიარეს

„ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ნომინანტების რაოდენობის ზრდის მიხედვით რამდენად ვითარდება ბაზარი. წელს ჩვენ დაახლოებით 400 ნომინანტი გვყავს – ესენია კომპანიები, რომლებიც საქართველოს, როგორ ტურისტული ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს. პრინციპში, ჩვენი პროექტი იმისთვისაა შექმნილი, რომ მოტივაცია გაუზარდონ ყველას, ვინც საქართველოს ტურისტული განვითარების კუთხით ეხმარება, რათა იგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს“, – განაცხადა პროექტ Welcome to Georgia!-ს დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.  

საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს

დაჯილდოების ცერემონიას 800-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, მაღალი რანგის ჩინოვნიკები – ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ტურიზმის ადმინისტრაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დანელია.

გარდა ამისა, ცერემონიას ესწრებოდნენ ღონისძიების ნომინანტები, სპონსორები და პარტნიორები, სახელმწიფო და კერძო სექტორისა და ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები.

საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს

ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეკონომიკის მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტურიზმის სფეროში დიდი პოტენციალი აქვს, რომლის მხარდაჭერა და განვითარება აუცილებელია. შემდეგ დამსწრეთ გიორგი ჩოგოვაძემ მიმართა, რომლის განცხადებით, 2018 წლის ბოლოსთვის ქვეყანა 8,5 მილიონ უცხოელ ვიზიტორს ელოდება.

ნომინაციების გამარჯვებულები დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ტურიზმისა და მომსახურების სფეროს ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული. ჟიურიმ გამოავლინა 2018 წლის საუკეთესო რესტორნები, ჰოსტელები, ტურისტული სააგენტოები და გასართობი პროგრამები.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! – ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს ყოველწლიური ეროვნული ჯილდოა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა.

საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ პრემია Welcome to Georgia!-ს საინფორმაციო პარტნიორია.

პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი“. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორი - „ალიანს ჯგუფი“.