პედოფილ მწვრთნელს ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა

ხანდაზმული მამაკაცი სექსუალურად ავიწროებდა თავის აღსაზრდელს საკუთარ ბინასა და ავტოფარეხში
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა ქალთა საფეხბურთო გუნდის 65 წლის მწვრთნელს, რომელმაც გარყვნილი ქმედება ჩაიდინა ერთ-ერთი თავისი აღსაზრდელის მიმართ, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალციხეში არასრულწლოვანი გოგონები 37 წლის მამაკაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ >>

პედოფილს 23 წლით პატიმრობა შეუფარდეს

ბრალდების მხარის ვერსიით, მიმდინარე წლის მარტში გუნდ „ჩხოროწყუს“ მწვრთნელმა საკუთარ ბინასა და ავტოფარეხში მასთან დროებით მცხოვრები 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

მწვრთნელი აპრილში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა სსკ-ის 141-ე  მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან), რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.