თბილისში ათობით ათას ფიჭვს მოჭრიან

თბილისში პრაქტიკულად ყველა ფიჭვი დაავადებულია და მკურნალობას არ ექვემდებარება.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიას განუკურნებელი სენის გამო ათობით ათასი ფიჭვის მოჭრა მოუწევს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ პირველი არხის ეთერში.

ნუ მოჭრი – მორთე: საქართველოში წინასაახალწლო კამპანია იწყება >>

ბოლო დროს შეუიარაღებული თვალით ჩანს, თბილისის პარკებსა და სხვა მწვანე ზონებში როგორ შეიცვალა ფიჭვებმა ფერი – მწვანეს ნაცვლად ყავისფერი გახდა. ბიოლოგები ამ მოვლენას ხეების დაავადებით ხსნიან.

„ზუსტად 15 წლის წინ, როდესაც ნიკა ვაჩეიშვილი იყო ხელისუფლებაში, ამ ხეებზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობა არავის განუხორციელებია, ამიტომ დღეს დაავადების მასშტაბი არის უპრეცედენტო. პრაქტიკულად ყველა ფიჭვის კორომი, რომელიც დღეს თბილისში გვაქვს, არის დაავადებული და, სამწუხაროდ, განკურნებას არ ექვემდებარება”, – განაცხადა ბითაძემ.

გზა გაიყვანონ თუ ხე დარგონ - ამას თბილისელები თავად აირჩევენ

თბილისის მერიამ მოიწვია ესპანელი სპეციალისტები, რომელთა დასკვნის საფუძველზე ქალაქის მწვანე საფარის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს, აღნიშნა მან.

„თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით შავ ფიჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც მთლიანად ამორტიზებული და დაავადებულია. მასშტაბი ძალიან დიდია და უკვე ვიზუალურადაც ჩანს. შესაბამისად, დაგეგმილია სანიტარული ღონისძიებები როგორც ახლა, ასევე მომდევნო წელს. იმ პროგრამის მიხედვით, რომელსაც მუნიციპალიტეტი გეგმავს, თითოეული დაავადებული ხის ნაცვლად დაირგვება ახალი, ჯანსაღი ხე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მწვანე საფარის განახლება უკვე დაიწყო აღმაშენებლის გამზირზე, სადაც დაავადებული ხეების ნაცვლად ახლები დარგეს.