თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველო რუს დამოუკიდებელ მოგზაურებს შორის 2019 წელს იმ ქვეყნების სამეულში შედის, რომლებზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სერვის Skyscanner-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
2018 წელს 20 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის უნგრეთის მიმართულებით ბილეთებზე მოთხოვნა მაქსიმალურად – 61%-ით გაიზარდა. მიზეზი – ბაზარზე კიდევ ერთი საბიუჯეტო ავიაგადამზიდის გამოჩენის შედეგად ფრენის ღირებულების დაწევაა (-18%).
მეორე მიმართულებაა თურქეთი, სადაც გასულ წელს დამოუკიდებელ მოგზაურთა თითქმის ნახევარჯერ გაზრდილი ნაკადი დაფიქსირდა.
მესამე ადგილი კი საქართველოს ერგო. წელს პოპულარული მიმართულებების ხუთეულში ასევე შევიდნენ საფრანგეთი და სომხეთი (ბილეთებზე მოთხოვნა 14%-ით გაზრდილია).
საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ქვეყანას 1,3 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი სტუმრობდა, რაც 20%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.