ზუგდიდიდან მესტიაში წამსვლელებს გზა გაუგრძელდებათ

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოებია.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 0-2 კმ მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა გაძვირდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებაა.

სამუშაოების წარმოების პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით.

დროის ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.