სად ხდება თბილისში ყველაზე მეტი ავარია

10 თვის განმავლობაში თბილისში 2,5 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არსებული იმ ადგილების სია გამოაქვეყნა, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი ავარია მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისში ათი თვის განმავლობაში 2,5 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა დროს 74 ადამიანი დაიღუპა, 3,2 ათასზე მეტი კი დაშავდა.

შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა კახეთის გზატკეცილზეა დაფიქსირებული, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკაში ავარიების რაოდენობა არ არის დაზუსტებული. 

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე: დაიღუპა ერთი ადამიანი

მეორე ადგილზეა აღმაშენებლის ხეივანი, სადაც ბოლო ათი თვის განმავლობაში 80 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია ოთხი.

მესამე ადგილზეა მტკვრის მარცხენა სანაპირო, სადაც 78 შემთხვევა მოხდა და დაიღუპა ხუთი ადამიანი.

გარდა ამისა, ავარიები ხშირად ხდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, გურამიშვილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირებზე, გორგასლისა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. ჩამონათვალშია შესული რუსთავის გზატკეცილიც.

2017 წელს თბილისში 2,9 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად დაიღუპა 87 ადამიანი, 3,2 ათასზე მეტი კი დაშავდა.