„მის სამყაროს" ტიტულის მფლობელი ფილიპინების წარმომადგენელი გახდა

კატრიონა გრეი ქველმოქმედებითაა დაკავებული.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის სამყარო 2018" გამარჯვებული 24 წლის ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости

საქართველოს „მის სამყაროზე" თელაველი ლამაზმანი წარადგენს

პრესტიჟული კონკურსის ფინალი ორშაბათს ბანგკოკში გაიმართა.

გრეი ორგანიზაცია Love Yourself-ში აივ-ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებითაა დაკავებული და ამასთან მოხალისედ მუშაობს არაკომერციულ ორგანიზაცია Young Focus-ში.

კონკურსზე მეორე ადგილი ვენესუელის წარმომადგენელმა სტეფანი გუტიერესმა დაიკავა. 

რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ლარი იანს, იგი კონკურსს საწყის ეტაპზე გამოეთიშა.