სესიაშვილი: ოპოზიციას საქართველოში რევოლუციის მოწყობა არ გამოუვა

დეპუტატის მოსაზრებით, ოპოზიციის ქმედებები ამ დღეს ქართველი ხალხის განწყობებს არ პასუხობს
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში რევოლუცია აღარ მოხდება, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ეთობაშიას“ წარმომადგენლები თელავში არჩეული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად თელავში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. ოპოზიცია დაგეგმილი აქციის ადგილას მოხვედრის მიზნით პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობს. პოლიციის თანამშრომლებთან ხელჩართული შეხლა-შემოხლა გურჯაანის შესასვლელთან მიმდინარეობს. გრიგოლ ვაშაძემ, ოპოზიციიდან ლიდერთაგან ერთადერთმა, ვინც თელავში ჩასვლა მოახერხა, განაცხადა, რომ ხელისუფლების კანონიერი გზით დამხობას შეეცდება.

ზურაბიშვილი: დღეიდან ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი

„გზა, რომელიც პოლიციის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, დელეგაციებისა და სტუმრების ჩამოსვლის უსაფრთხოების გათვალისწინებით, გადაკეტილი არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პროვოკაციებისა და დაპირისპირების ნაცვლად, რაც, მე ვფიქრობ, არ უხდება ამ მშვენიერ დღეს და არ შეესაბამება ქართველი ხალხის განწყობას, მათ ძალიან მარტივად შეეძლოთ ეს გზა გამოეყენებინათ და იმ დროისათვის უკვე თელავში იქნებოდნენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციონერები, იმის ნაცვლად, რომ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ, ცდილობენ შექმნან ძალადობის, დაპირისპირების, არასტაბილურობის სურათი, რაც მათი პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილს წარმოადგენს.

„ვფიქრობ, ჩენმა ოპონენტებმა უნდა შეიგნონ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ იქნება“, - აცხადებს დეპუტატი.

ზურაბიშვილი: დღეიდან ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი >>

ადრე შსს-მ აქციის ორგანიზატორებს ალტერნატიული მარშრუტი და ტრანსპორტი შესთავაზა. თუმცა მათ შსს-ს შეთავაზებაზე უარი თქვეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციის ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. დაზიანებულია ასევე ოპოზიციონერების მანქანები.