ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

წლის ბოლო ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედლები ვერ აიღეს
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში „მასტერსის“ სერიის ტურნირის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალთან ყველაზე ახლოს ამირან პაპინაშვილი იყო. თუმცა, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში ქართველი სპორტსმენი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ დაამარცხა.

ზვიად პატარიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელეს

საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ ორი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) შემატეს. მათ ტურნირის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მარგველაშვილმა ბრაზილიელი დანიელ კარნინს აჯობა, ხოლო ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მონღოლ ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა.

ჩინური „მასტერსის“ დასკვნით დღეს, 16 დეკემბერს, ქართველი ძიუდოისტები იბრძოლებენ მედლებზე კიდევ სამ წონით კატეგორიაში: ბექა ღვინიაშვილი (-91 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).