თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. წინასაახალწლო სამზადისის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოედანი 15 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიკეტება.
„დედაქალაქში წინა საახალწლო სამზადისი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რეპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
წინასაახალწლო სამსაზიდისი ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. საახალწლო განათება დამონტაჟებულია როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში.
დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს ამაზე მერიამ სამი მლნ ლარი დახარჯა.