თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი საბურთალოს რაიონში სიმონ კანდელაკის ქუჩის საფარის რემონტზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 1,57 მლნ რალი. ტენდერზე განაცხადების მიღება 29 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვარს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კანდელაკის ქუჩაზე დაზიანებულია ასფალტის საფარი, არის ბზარები, საფარის სისქე სხვადასხვაა, რაც გასულ წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით არის გამოწვეული. დაზიანებულია საფარი ტროტუარებსა და ბორდიურებზე.
კაპიტალური სამუშაოები კანდელაკის ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოთხთვიან ვადაში უნდა დაასრულოს.