თბილისის ცენტრი ღამით გადაიკეტება

თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება 00:00 საათიდან აიკრძალება
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. თბილისში მერაბ კოსტავას ქუჩა პარასკევს ღამით ტრანსპორტისთვის გადაიკეტება, რადგან იქ საახალწლო ილუმინაციის მონტაჟი იგეგმება, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 „სიყვარულით სავსე ქალაქი": კალაძემ საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა >>

გზის სავალი ნაწილი 07:00 საათამდე საკონცერტო დარბაზიდან - იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე გადაიკეტება.

როგორ შეხვდება თბილისი ახალ წელს

საახალწლოდ ქალაქის მორთვას კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

სამუშაოები ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. საახალწლო განათება დამონტაჟებულია როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში. პროცესი 14-15 დეკემბერს დასრულდება.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს ამაზე მერიამ სამი მლნ ლარი დახარჯა.