გუდაურამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

გუდაური–კობის მონაკვეთზე კი, ზვავსაშიშროების გამო, ისევ მოძრაობის აკრძალვის რეჟიმია შენარჩუნებული.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ავტოტრანსორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება: საქართველოს გზებზე გადაადგილება შეზღუდულია

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გუდაურამდე გადაადგილება თავისუფალია, თუმცა მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტომობილებმა გაუჩერებლად უნდა იმოძრაონ.

რაც შეეხება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს, ზვავსაშიშროების გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ისევ მოძრაობის აკრძალვის რეჟიმია შენარჩუნებული.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ, საღამოს აიკრძალა.