თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახება ძლიერი იყო, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა>>
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.