სვანეთისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

გზის სხვა მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სვანეთისკენ წყალტუბოდან მიმავალ საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც საქართველოს ავტომაგისტრალის მონაკვეთი სვანეთის მიმართულებით დაკეტილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, კლდის მასა ჩამოიშალა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კილომეტრზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის სხვა მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.