ივანიშვილის ქონება Bloomberg-მა შეაფასა

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ქართველი მილიარდერი 270-ე ადგილს იკავებს
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ექს-პრემიერის და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 180 მილიონი დოლარით შემცირდა, იუწყება სააგენტო Bloomberg.

„ცივი შხაპი“ მმართველი პარტიისთვის – ივანიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაფასა

ამასთან სააგენტოს ვერსიით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ივანიშვილმა 270-ე ადგილი დაიკავა, როდესაც ჯერ კიდევ ივლისში ის 295-ე ადგილზე იყო.

ამჟამად ექს-პრემიერი 5,62 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, მილიარდერის ქონება წლიურ მინიმუმს მიაღწია.

2018 წლის დასაწყისში ივანიშვილის ქონება 5,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მილიარდერის ქონებამ წლიურ მაქსიმუმს მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მიაღწია - 5,92 მლრდ დოლარი, მაგრამ შემდეგ, წლის განმავლობაში ქონებამ შემცირება დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ >>

პირველ ადგილს რეიტინგში იკავებს ჯეფ ბეზოსი ( 135 მილიარდი დოლარი), მეორეს - ბილ გეიტსი (93,2 მილიარდი), მესამეს - უორენ ბაფეტი (84,3 მილიარდი).