აბაშაში პოლიციელები ცივი იარაღით დაჭრეს - დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

დაშავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბაკურ ჭკადუა და შალვა მიმინოშვილი.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ზუგდიდში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდების 44 წლის მამაკაცი დააკავეს

შემთხვევა სოფელ გეზათში მოხდა.

სამართალდამცველებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მასთან მივიდნენ. რა დროსაც მოქალაქე გოჩა ცხვედიანმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელები მის გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა მიმინოშვილს დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა, მისი მეწყვილე ბაკურ ჭკადუა კი ხელის არეში დაჭრა.

შალვა მიმინოშვილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თავდამსხმელი გოჩა ცხვედიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.

გამოძება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას.