ზუგდიდში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდების 44 წლის მამაკაცი დააკავეს

დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 44 წლის მამაკაცი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თერჯოლაში მამაკაცმა თანასოფლელები გაქურდა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 190 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა დამნაშავის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.