თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.