ორი ირანელი ქალი თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს

ირანის მოქალაქეებს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თერჯოლაში მამაკაცმა თანასოფლელები გაქურდა

29 და 22 წლის ირანელი ქალები სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 40 აბი „მეტადონი" და ნარკოტიკული საშუალება „კოდეინის" შემცველი 350 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.  დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეკემბერში ნარკოდანაშაულზე ირანის მოქალაქეების დაკავების ეს უკვე მასამე ფაქტია.