ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო

კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია 8 ათასი ლარით დაჯარიმდება.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტოგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საწვავის ხარისხის მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო 2016 წლიდან წელიწადში ერთხელ ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გუშინ დაიწყო.

არის თუ არა საქართველოში საწვავი ზედმეტად ძვირი

არსებული ინფორმაციით, შემოწმდება საქართველოში არსებული 80 ავტოგასამართი სადგური, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 240-მდე სინჯს აიღებენ და გამოიკვლევენ – რამდენად არის შესაბამისობაში ბენზინში ტყვიის შემცველობა დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან.

„შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ კომპანია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენს, 8 ათასი ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 100 მგ/კგ-დან 50 მგ/კგ-მდე. მთავრობამ შესაბამისი დადგენილების პროექტი უკვე მოამზადა.

 

G
M
T
      
Звуковая функция ограничена 200 символами