თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულ გერმანიის მოქალაქეს 15 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
გერმანიის მოქალაქე თბილისში მარტში დააკავეს. პროკურატურის მონაცემებით, მან შეიძინა და ბინაში შეინახა 1 კგ-ზე მეტი MDMA, 27 გრამი „ამფეტამინი“, 2,5 გრამზე მეტი „ბუპრენორფინი" და 38 გრამზე მეტი კოკაინი. მან ნარკოტიკების ნაწილი გაყიდა.
როგორც ადრე ტელეკომპანია Rustavi2-მა განაცხადა, დაკავებული წარმოშობით ქართველი ლაშა აბზიანიძეა.
დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.