თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდები ლონდონისა და ბარსელონას საერთაშორისო გამოფენებზეა წარმოდგენილი.
საქართველოს წლის დასაწყისიდან რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია >>
ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market (WTM 2018) ლონდონში, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მთის კურორტების განვითარების კომპანია, თბილისის მერია, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები, დამთვალიერებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ ვიდეორგოლები და პრეზენტაციები საქართველოს შესახებ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მედიის და მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
გამოფენას 90 000 ათასამდე დამთვალიერებელი და მედიის 2700 წარმომადგენელი დაესწრო.
ხოლო ბარსელონაში გამართულ საქმიან ტურისტულ გამოფენაზე IBTM World ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პავილიონში 500-მდე შეხვედრა და 10-მდე პრეზენტაცია გაიმართა, აღნიშნეს უწყებაში.
WTM (World Travel Market) - მსოფლიო ტურისტული გამოფენაა, რომელიც ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ მთავარ ყოველწლიურ მოვლენას წარმოადგენს და ევროპაში სიდიდით მეორე ყოველწლიური ტურისტული გამოფენაა, რომელიც 1980 წლიდან იმართება.