მერიის ახალი ინიციატივა: თბილისში "რადიო ქალაქი" გაჩნდება

თბილისის გარეუბანში დიდ გასართობ ცენტრს ააშენებენ.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია მუხიანში პროექტ „რადიო ქალაქის" განხორციელებას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება ექნება და მისი რეალიზაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.

თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდება

„თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია „რადიო ქალაქის" პროექტი, რომელიც მუხიანის დასახლებაში განხორციელდება. გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება, სადაც ყველაფერი განთავსდება – კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს", – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, პროექტი კერძო სექტორთან ერთად განხორციელდება. საინვესტიციო თანხა შეადგენს 50 მლნ ლარს. პროექტის განხორციელების შედეგად 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.