თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. რუსმა რეპერმა გუფმა Instagram-ში პირდაპირ ეთერში ქეთა თოფურიასთან განშორებაზე კომენტარი გააკეთა.
ინფორმაცია ქეთასა და გუფის განშორების შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სოციალური ქსელების ხელმომწერებმა მაშინ იეჭვეს, როდესაც თოფურიამ ფოტოებს არაერთმნიშვნელოვანი წარწერები დაურთო. ხოლო როცა წყვილმა ერთმანეთის გამოწერა გააუქმა, ყველა ეჭვი გაქრა.
განშორების მიზეზი გუფის ღალატი გახდა – რეპერი არაერთხელ შენიშნეს ახალგაზრდა გოგონა იანასთან. თავად გუფს თოფურიასთან განშორებაზე აქამდე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პირდაპირი ეთერისას გულახდილად ისაუბრა.
„ქეთის იმიტომ დავშორდი, რომ ჩემ ცხოვრებაში იანა გამოჩნდა. ქეთი ცხოვრების ბოლომდე მეყვარება", – თქვა მან.
ქეთა თოფურიამ, თავის მხრივ, ერთ-ერთ პოსტში Instagram-ზე დაწერა, რომ ყოველთვის ძალიან ეშინოდა მარტოობის და არასდროს დარჩენილა მარტო, ახლა კი ესმის, რომ „ეს შეცდომა იყო".
„მარტო დარჩენის შიში - ეს საკუთარ თავთან შეხვედრის შიშია. იწელება, გროვდება, შენ კი სულ გაურბიხარ ამ შეხვედრას. ახლა კი, იცით, ბევრად კომფორტულად ვგრძნობ მარტო თავს, თუმცა, მოწყენილიც ვარ ხანდახან, მაგრამ დავუმეგობრდი ჩემს თავს, ვისწავლე ჩემი მოსმენა. ძალიან მინდა, რომ ყველამ გაატაროთ დრო საკუთარ თავთან, თუნდაც ერთი საათი დღეში", – დაწერა თოფურიამ.
32 წლის ქეთასა და 39 წლის გუფის ურთიერთობები დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდა. ისინი თავდაპირველად მალავდნენ კავშირს, მაგრამ მოგვიანებით მათი რომანტიკული ურთიერთობები ყველასთვის ცხადი გახდა.