საქართველოს ნოემბერში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია

ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის – რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო მოინახულა 598,3 ათასზე მეტმა უცხოელმა, რაც 6,4%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ნოემბერში, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, ნოემბერში ის 307,2 ათასს გაუტოლდა (ზრდა +14%).

ქვეყნების პირველი ხუთეული 2018 წლის ნოემბერში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით:

ქვეყანავიზიტების რაოდენობაცვლილება წელიწადში - %
აზერბაიჯანი106 1055,4
სომხეთი98 8311,3
რუსეთი92 05525,2
თურქეთი65 23717,4
ირანი16 54118,2

 

ოქტომბერში ქვეყანაში ქართული დიასპორის 38 ათასი წარმომადგენელი ჩამოვიდა, რაც 2,4%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ოქტომბერში.

ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან:

ტრანსპორტის სახეობებივიზიტების რაოდენობაცვლილება წელიდაში - %წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
სახმელეთო363 158- 0,674,8
საჰაერო116 25631,224,0
რკინიგზა3 18240,90,7
საზღვაო2 44711,30,6

 

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლებსაც უცხოელი ვიზიტორები კვეთენ, ლიდერობენ სარფის, თბილისის აეროპორტის და ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტები.

საკონტროლო გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული:

საკონტროლო-გამშვები პუნქტივიზიტების რაოდენობაცვლილება წელიწადში - %წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
თბილისის აეროპორტი96 61625,8  19,9
წითელი ხიდი93 22211,419,2
სადახლო82 9346,317,1
სარფი72 220- 1,414,9
ყაზბეგი67 932- 1,114,0

 

ტურიზმის სფერო საქართველოში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება მიმდინარეობს.