თბილისის „მეტროპოლიტენის“ ორი სადგური შეფერხებით მუშაობს

შეფერხების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი თბილისის მეტროში: მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა

მეტროს სადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით 17:00 საათიდან  მუშაობს.

მგზავრობა  მეტროსადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

ტელეკომპანიის ცნობით, მეტროს სადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რაც შეეხება თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზს,  „ახმეტელის თეატრი“– „ვარკეთილი“ შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.