საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ერთი წლით გახანგრძლივდა

სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტი უახლოეს წელიწადს 38,2 მილიონ ევროს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა, იუწყება РИА Новости ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ევროპის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მანდატი 2020 წლის 14 დეკემბრამდე გაუგრძელა. მანვე გამოყო ბიუჯეტი 38,2 მილიონი ევროს ოდენობით 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ერიკ ჰეგი ჩაუდგა სათავეში

ევროკავშირის სამოქალაქო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში, ევროკავშირის შუამავლობით ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამოქმედდა, რომელმაც აგვისტოს კონფლიქტის დასრულებას შეუწყო ხელი.

200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი ევროპიდან მისიის ფარგლებში აფასებს მხარეების მოქმედებებს, შეთანხმების პირობების დაცვის ჩათვლით. მისიაში ინციდენტების განხილვის მიზნით ცხელი ხაზი მოქმედებს.

მიმდინარე წლის აგვისტოში მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰეგმა განუცხადა РИА Новости-ს, რომ 2008 წლის კონფლიქტიდან ათი წლის შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მშვიდია, თუმცა ინციდენტების რისკი ნარჩუნდება. მან გამოხატა იმედი, რომ ერთხელაც კონფლიქტი ამოიწურება და EUMM-ის მისიის მანდატი საჭირო აღარ იქნება.