თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ზამთრის სეზონი, რომლის გახსნაც 8 დეკემბერს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი დროით გადაიდო, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.
საქართველოში ზამთრის სეზონის გახსნა გოდერძიზე ოფიციალურად 8 დეკემბერს, ხოლო გუდაურში 15 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
„გოდერძისა და დიდველზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ უთოვლობის გამო, დაგეგმილი გახსნა გადაიდო. ამინდის ცვლილების შესაბამისად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაკურიანის სამთო–სათხილამურო ტრასები სტუმრებს სხვადასხვა დროს მიიღებენ. მაგალითად, დიდველი სტუმრებს 8 დეკემბერს ელოდებოდა, კოხტა–მიტარბის ტრასა კი 22 დეკემბრიდან უმასპინძლებს ზამთრის კურორტების მოყვარულთ. რაც შეეხება სვანეთს, თეთნულდი–ხაწვალის ტრასების გახსნაც 22 დეკემბერს არის დაგეგმილი.