საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი  - Sputnik. მეწყრული პროცესების  გააქტიურების გამო რაჭაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან და ზარალს ითვლიან

დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის 10-11-ე კმ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების  გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მეწყრული პროცესების  გააქტიურების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის 1-4-ე კმ მონაკვეთზეც იყო აკრძალული ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.