თბილისში „ჯეოსელის“  ოფისი გაქურდეს

ოფისიდან მობილური ტელეფონებია წაღებული
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ჯეოსელის“ ოფისი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

კახეთში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა „ჯეოსელის“ ერთ-ერთ ფილიალში გამთენიისას  მოხდა. დამნაშავეებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს. წაღებულია მობილური ტელეფონები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.