აფეთქება სოფელ დიღომში - არიან დაშავებულები

აფეთქების შედეგად დარტყმის ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ მოპირდაპირე სახლის ფანჯრებზე შუშები ჩაამსხვრია.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

„ყაზტრანსგაზი“ აფრთხილებს: თვითნებურად ნუ დაამონტაჟებთ გაზის გამათბობლებს

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირი სახელდება, თუმცა უცნობია, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. პოლიციამ პერიმეტრი შემოსაზღვრა და იქ არავის უშვებენ.

სახლში კომუნიკაციების გაყვანა დასრულებული არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დარტყმის ძალა ისეთი ძლიერი იყო, რომ მოპირდაპირე სახლის ფანჯრებზე შუშები ჩაამსხვრია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.