ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

ქართველ მოჭადრაკეს ტურნირზე არც ერთი პარტია არ წაუგია, ექვსი მოიგო და ხუთი ყაიმით დაამთავრა
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ვეტერანთა შორის. ტურნირი სლოვენიის ქალაქ ბლედში გაიმართა.

გაფრინდაშვილმა 11 პარტიიდან ექვსი გამარჯვებით დაასრულა, ხოლო ხუთი - ყაიმით, აიღო 8,5 ქულა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველი მოჭადრაკისთვის ეს ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მეექვსე წარმატებაა.

სულით უბერებელი ვეტერანები: გაფრინდაშვილი კვლავ უძლიერესია ევროპაში

ამავე კატეგორიაში (+65) მეშვიდე ადგილი დაიკავა კიდევ ერთმა ქართველმა - თამარ ხმიადაშვილმა (6 ქულა).

გაფრინდაშვილის გარდა, მამაკაცებში 50+ კატეგორიაში გიორგი ბაღათუროვმა და ზურაბ სტურუამ, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს

ნონა გაფრინდაშვილი ქალთა შორის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962-1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი (1976) და პირველი ქალი, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის (1978).