აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

ალიევი დარწმუნებულია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცებისთვის ნაბიჯებს გადადგამენ
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის მეთაურის, ილჰამ ალიევისგან მისალოცი წერილი მიიღო, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

ლუკაშენკომ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 59,52 პროცენტით გაიმარჯვა მისი კონკურენტი იყო „ნაცმოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.

„აზერბაიჯანსა და საქართველო ტრადიციული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აერთიანებს. მჯერა, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენს ქვეყნებს შორის შემდგომი სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცებისთვის, რაც ურთიერთნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, და ჩვენი თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერისთვის ყველა სფეროში", - ნათქვამია გზავნილში.

ალიევმა ზურაბიშვილს უსურვა ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის.