თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.
Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.