რა დარღვევები დააფიქსირეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დამკვირვებლებმა

Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ათობით საჩივარი დაწერეს, თუმცა, არჩევნები მთლიანობაში დადებითად შეაფასეს.

საქართველოში ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები შეიძლება გაუქმდეს>>>

საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს ყველა უბნის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უჭერდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ხმების 59,52%-ით იმარჯვებს. მის კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი ხმების 40,48% აქვს.

რა გეგმები აქვს საქართველოს ახალ პრეზიდენტს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.

„ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 12 საჩივარი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცახდებაში, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობის" დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, ორგანიზაციის დამკვირვებლების აზრით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა, აღიშნულია განცხადებაში.

არჩევნების მეორე ტურს „საერთაშორისო გამჭვირვალობის" 350 ადგილობრივმა დამკვირვებელმა გაუწია მონიტორინგი, რომლებიც  ქვეყნის ტერიტორიაზე გახსნილ 300 საარჩევნო უბანზე იყვნენ განაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.