ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა, თუმცა, მონაწილე პირთა რაოდენობა უცნობია.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე  45 წლის ქალი მოკლეს, ნათქვამია  შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის რაიონში 20 წლის ბიჭმა ბიძა მოკლა

უბედური შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი ქირით ჰქონდა აღებული, ბინის მეპატრონესთან კამათი მოუვიდა, რა დროსაც ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე დააკავეს.  გარდა ამისა, ნივთმტკიცებად  ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე „განზრახ მკვლელობის" მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვესა ითვალისწინებს.