„სოთბისის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი გაიყიდა

„სოთბისის“ აუქციონზე 28 ნოემბერს ასევე ქართველი მხატვარ დავით გაბიტაშვილის ფერწერული ტილო „ზაფხული სოხუმში“ გამოიფინება
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ლონდონის „სოთბისის“ (Sotheby's) სააუქციონო სახლში ქართველი მხატვარ ნიკო ფიროსმანის ფერწერული ტილო „ქართველი ქალი ლეჩაქით“  2 230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, იუწყება პირველი არხი.

ეს აუქციონებზე გაყიდული ფიროსმანის ნამუშევრების ყველაზე მაღალი ფასია.

ფიროსმანის ტილო „სოთბისის“ აუქციონზე გაიყიდება

ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 ფუნტი სტერლინგი იყო. „სოთბისის“ აუქციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. ნამუშევარი მან 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა. ნამუშევარი ისევ რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, თუმცა მითითებული იყო, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ ცალკე ქართული სექცია არ აქვს.

ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი „სოთბისის“ აუქციონის რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი, პოზიტიურია, რომ ფიროსმანი ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

აღნიშნულია, რომ ფიროსმანის ნახატის გაყიდვით შემოსული თანხა ნიუ-იორკის ფრედონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მოხმარდება.

ქართველი მხატვრის სურათები Chrictie's აუქციონზე გაიყიდა

ნახატი 1906 წელს არის შექმნილი და იმდროინდელი ქართველი ქალის იერსახეს ასახავს.

„სოთბისის“ აუქციონზე 28 ნოემბერს ასევე ქართველი მხატვარ დავით გაბიტაშვილის ფერწერული ტილო „ზაფხული სოხუმში“ გამოიფინება. მისი საწყისი ფასი 8,000 — 12,000 ფუნტი სტერლინგია.

ბოლო წლების განმავლობაში „სოთბისის“ აუქციონზე უკვე რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა.