თბილისის ისტორიის მუზეუმში კერამიკოს ლია ბაგრატიონის გამოფენა გაიმართება

პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი გაეცნობა ავტორის მრავალმხრივი შემოქმედების ამსახველ  გამოფენას, ფილმსა და კატალოგს.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) კერამიკოს ლია ბაგრატიონის ნამუშევრების გამოფენა „შეშლილი ჩაის სმა" გაიმართება, ნათქვამია თბილისის ისტორიის მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობილია პროექტი, რომელსაც საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგენს

პროექტი „შეშლილი ჩაის სმა" აერთიანებს ავტორის ადრეულ და უახლეს ნამუშევრებს. მისი დაკვირვების ობიექტია ჩაის სმის რიტუალი, რომელიც, ავტორის განმარტებით, ასოცირდება მშვიდ ატმოსფეროსთან და არაფერი აკავშირებს შეშლილობასთან.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება სამდღიანი ვორქშოფი, რომელსაც ლია ბაგრატიონი უცხოელ კოლეგებთან ალექსანდრე პერე, მანუელ კანუ და ალექსანდრა ელეონორა ენგელფრიტთან ერთად გამართავს.

პროექტის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა, ლია ბაგრატიონის მრავალმხრივი შემოქმედების ამსახველ  გამოფენას, ფილმსა და კატალოგს.

გამოფენა 29 ნოემბერს გაიხსნება და 2019 წლის 20 იანვრამდე გასტანს.