თავდასხმა ბათუმის კაზინოში: ერთი ქალი მოკლეს, მეორე დაჭრეს

ქალის მკვლელობაში თურქეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თურქეთის მოქალაქე თავს დაესხა ქალებს ბათუმში მდებარე კაზინოში, თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოძიების ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოშია, დაღუპულის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა („განზრახ მკვლელობა“), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.