თბილისის მიუსაფართა თავშესაფარი ბენეფიციარების მისაღებად მზადაა

ცივი ამინდების დადგომასთან ერთად თბილისში უსახლკაროებს კვებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ლილოს ტერიტორიაზე მდებარე მიუსაფართა თავშესაფარი ბენეფიციარების მისაღებად მზადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის მერიაზე დაყრდნობით.

მიუსაფართა თავშესაფარი, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა, 240 ადამიანზეა გათვლილი. ქალაქის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის ქუჩებში ცივი ამინდების გამო რამდენიმე უსახლკარო ადამიანი დაიღუპა.

„თუ ადამიანის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე და მას არ ექნება ღამის გასათევი, ეს დაწესებულება მიიღებს ამ ადამიანებს, ღამეს გაათენებენ და უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბასისი ჰიგიენური საშუალებებით, უფასო ცხელი სადილითა და სამედიცინო მომსახურებით“, – განაცხადეს თბილისის მერიაში. 

უპატრონო ცხოველების დახმარება: რას აკეთებს თბილისის მერია

თითოეულ ოთახში ათი საწოლია. ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე იქნებიან განთავსებული. თავშესაფარში არ დაიშვებიან ალკოჰოლდამოკიდებული ან ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანები.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 300 ათასი ლარი გამოიყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამი წლის განმავლობაში თავშესაფარი სრული დატვირთვით არ მუშაობდა – ბენეფიციარების საერთო რაოდენობა 180-ს აღწევდა.

თავშესაფარში დარჩენა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული. თავშესაფარში ცხოვრების მაქსიმალური ვადა ნახევარი წელია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ბენეფიციარი სხვა საცხოვრებელ სახლს ვერ იპოვის, მას თავშესაფარში დარჩენის უფლებას მისცემენ.