ბოლნისში სასტიკად ნაწამები 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თვალები აქვს დათხრილი.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი მწყემსმა ტყეში იპოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არის მოკლული და დაჭრილი

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს. ნახევრადშიშველ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს თვალები აქვს დათხრილი.

სასტიკი მკვლელობა ბოლნისის რაიონში, სავარაუდოდ, ორი დღის წინ მოხდა. მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.