ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის გუნდი გაანადგურეს

ქართველი მორაგბეები მომავალი წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-20) რუსთავში რუსეთის გუნდს ტესტ-მატჩი მოუგო ანგარიშით 52:12, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მასპინძელი თავიდანვე დაეუფლა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, რაც რვა წარმატებულ ლელოში აისახა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოას გუნდი დაამარცხა

რუსეთის ნაკრებთან თამაშით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დაიწყეს მზადება მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის U-20, რომელიც მომავალ ზაფხულში პოლონეთში ჩატარდება.

„მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი პირველი თამაში იყო და მან დაგვანახა როგორ მუშაობს ის ნიუანსები, რაზეც განვლილ პერიოდში ვიმუშავეთ. ვფიქრობ, მიცემული დავალებების მხოლოდ 10 პროცენტი თუ შესრულდა და ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ იმ თამაშამდე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გველოდება, თუმცა იგრძნობა პოტენციალი და შესაძლებელია ამ დონის მნიშვნელოვნად აწევა“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიასთან ტესტ-მატჩში დამარცხდა >>

მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისევ რუს თანატოლებთან ითამაშებს. შეხვედრა შედგება რუსთავში 24 ნოემბერს და 14:00 საათზე დაიწყება.