სელფის მსხვერპლი: გურიაში გოგონა სკოლის ფანჯრიდან გადმოვარდა

გოგონას ბარძაყის ძვალი აქვს დაზიანებული, შინაგანი ორგანოების დაზიანებები ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი გოგონა სელფის გადაღების მცდელობისას სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კოშმარული ვიდეო თვითმხილველისგან: ქალი სელფის გადაღებისას მაღალი სართულიდან გადმოვარდა

ტელეარხის ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში მოათავსეს და მას გამოკვლევები უტარდება.

„ვესაუბრე კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი, ორგანული დაზიანებები ჯერ არ გამოვლენილა. ზუსტი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც ბავშვები ამბობენ, გოგონა ე.წ. სელფს იღებდა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ჩოხატაურის განათლების რესურს–ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ჯარიმით ან ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაოებით ისჯება. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ თავად გოგონას თქმით, ის სელფის გადაღების დროს ფანჯრიდან გადმოვარდა.